26 წლის ფორვარდი ლენს სტივენსონი “მინესოტაში” გადავიდა, აღნიშნულ ინფორმაციას Yahoo ავრცელებს. წყაროს ცნობით, კალათბურთელმა კლუბთან თავდაპირველი 10-დღიანი კონტრაქტი გააფორმა.
სტივენსონს საზარდულის ტრავმის გამო 2016 წლის ნოემბრის შემდეგ აღარ უთამაშია. ფორვარდი სეზონის დასაწყისში “ნიუ ორლეანის” ღირსებას იცავდა და სულ ექვსი შეხვედრა ჩაატარა, სადაც საშუალოდ ერთ შეხვედრაში 9.7 ქულას, 4.8 პასს და 3.3 მოხსნას აკეთებდა.