ყატარში ყოველკვირეულად 500 000 ამერიკული დოლარი იხარჯება მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად. ამის შესახებ ყატარის ფინანსთა მინისტრმა ალი შარიფ ალ-ემადიმ განაცხადა.
"კაპიტალურ პროექტებში საკმაოდ დიდი თანხა იხარჯება. ასე გაგრძელდება სამი-ოთხი წლის განმავლობაში, რათა ყოველმხრივ მომზადებულნი შევხვდეთ მსოფლიოს ჩემპიონატს".
მინისტრის განცხადებით, მთლიანობაში 200 მილიარდი დოლარი დაიხარჯება. საუბარია არა მხოლოდ სტადიონების მშენებლობაზე, არამედ ახალ საავტომობილო გზების დაგებაზე, რკინიგზის ხაზების გაყვანაზე, აეროპორტებზე, საავადმყოფოებზე და ასე შემდეგ...
ყატარში მუნდიალი 2022 წლის 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე გაიმართება.