კალათბურთი

12:18 | 8.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

“პორტლენდმა” “დალასს” ბოლო წამზე აჯობა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სამი შეხვედრა გაიმართა.

“დალასი” შინ “პორტლენდს” დაუპირისპირდა. მატჩის დასრულებამდე სამი წამით ადრე დირკ ნოვიცკიმ შორეული სამქულიანი ჩააგდო და “დალასი” 113:112 დაწინაურდა. ბოლო სამ წამში სი ჯეი მაკალუმმა ბურთი მიიღო, ორქულიანი გაუშვა და “პორტლენდს” 114:113 მოაგებინა. მატჩში ყველაზე მეტი 32 ქულა მაკალუმმა ჩააგდო. “დალასში” 26 ქულით ბარნსი გამოირჩა.

“ჰიუსტონმა” შინ “ორლანდოს” 128:104 მოუგო. ტეხასელები მატჩის სტარტზევე დაწინაურდნენ და შეხვედრა ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს. მატჩში ყველაზე მეტი 28 ქულა სერჟ იბაკამ ჩააგდო. ჯეიმს ჰარდენმა ორმაგი დუბლი შეასრულა - 25 ქულა, 13 მოხსნა. “ჰიუსტონი” 38 მოგებით და 17 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზე იმყოფება.

“შარლოტი” – “ბრუკლინი” 111:107 (24:16, 30:21, 27:35, 30:35)

https://www.youtube.com/watch?v=9jh9g9hIlDk

“ჰიუსტონი” – “ორლანდო” 128:104 (35:28, 35:26, 24:30, 34:20)

https://www.youtube.com/watch?v=TgTKbxGymLM

“დალასი” – “პორტლენდი” 113:114 (27:32, 26:32, 29:22, 31:28)

https://www.youtube.com/watch?v=zXrUakiWTYI

თეგებინბა
0.116478