იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა მილანის “ინტერის” ორი წამყვანი ფეხბურთელი, მაურო იკარდი და ივან პერიშიჩი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. აღნიშნულის მიზეზი “იუვენტუსთან” მატჩში მიღებული წითელი ბარათები და მსაჯის, ნიკოლა რიცოლის მიმართ გამოთქმული პრეტენზიებია.
ხსენებულ შეხვედრაში ხორვატმა შემტევმა მოედანი ბოლო წუთზე დატოვა, ხოლო იკარდიმ წითელი ბარათი მატჩის დასრულების შემდეგ მსაჯთან კამათის გამო მიიღო. ორივე მოთამაშე საკუთარ გუნდს “ემპოლისთან” და “ბოლონიასთან” შეხვედრებში დააკლდება.
თავის მხრივ, როგორც “ინტერნაციონალეს” ვებგვერდი გვმაცნობს, კლუბი სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.