ესპანეთის ლა ლიგის იანვრის თვის საუკეთესო მწვრთნელად ვიგოს “სელტას” დამრიგებელი ედუარდო ბერიცო დასახელდა. ამის შესახებ ლა ლიგის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება.
გასულ თვეში “სელტამ” პრიმერადივიზიონში 4 თამაში ჩაატარა, რომელთაგანაც სამი მოიგო. მთლიანობაში კი, გალისიელები ამ ეტაპზე 30 ქულით მეათე ადგილზე იმყოფებიან.