კალათბურთი

15:50 | 7.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ალენმა დებიუტი რეკორდით აღნიშნა

სუპერლიგის მონაწილე ,,მგზავრების’’ ახალწვეულმა ლეგიონერმა კორი ალენმა დებიუტი საქართველოს 26-ე ეროვნულ ჩემპიონატში რეკორდით აღნიშნა. ალენმა მე-15 ტურში, ,,ბათუმთან’’ შეხვედრის დროს შვიდი ჩაჭრა განახორციელა და მიმდინარე ჩემპიონატის რეკორდი გააუმჯობესა.

ძველი შედეგი გეგი ბაქრაძეს (,,ოლიმპი’’), ჩარლი ლის(,,რუსთავი’’), ტრე ბურნეთსა(,,ოლიმპი’’) და ,,სოხუმის’’ აწ უკვე ყოფილ კალათბურთელ ფილიპ მილერს ეკუთვნოდათ, რომლებსაც ექვს-ექვსი ჩაჭრა ჰქონდათ გაკეთებული.

ამავე ტურში ,,კაკტუსი’’-,,ქუთაისის’’ შეხვედრის დროს, თბილისელთა ცენტრალურმა თავდამსხმელმა, ამერიკელმა ლეგიონერმა ჯონ ფლოვიესმა 18 მოხსნა განახორციელა და ძველი რეკორდი გაიმეორა, რომელიც ფლოვიესის თანამემამულე ტომი სპანოლომ(რუსთავი) დაამყარა.

0.121999