ჩოგბურთი

14:49 | 7.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

შაპოვალოვი 7000 დოლარით დააჯარიმეს

17 წლის კანადელი ჩოგბურთელი დენის შაპოვალოვი დევისის თასის მატჩში მომხდარი ინციდენტის გამო 7000 დოლარით დააჯარიმეს, აღნიშნულ ინფორმაციას დევისის თასის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

კანადისა და დიდი ბრიტანეთის ნაკრებთა შეხვედრისას, შაპოვალოვმა გაბრაზებულზე ბურთი უმისამართოთ გაგზავნა და შემთხვევით მატჩის მთავარ მსაჯს არნო გაბას თვალში გაარტყა. მსაჯი სერიოზულ ტრავმას გადაურჩა, ჩოგბურთელის საქციელმა კი მისი გუნდი დააზარალა, რომელსაც მატჩში ტექნიკური მარცხი ჩაეთვალა.

კანადელმა ჩოგბურთელმა გაბას, როგორც საჯაროდ, ასევე პირადად მოუხადა ბოდიში, მაგრამ ჯარიმას ვერ გადაურჩა.

0.117113