სხვა

11:26 | 7.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

უნგრულ რინგზე საქართველოდან 8 მოკრივე ავა

საქართველოს მოკრივეთა ეროვნული ნაკრები საერთაშორისო სეზონს უნგრეთში გახსნის. ახალი მთავარი მწვრთნელის - შალვა დუნდუას ხელმძღვანელობით გუნდი უკვე გაემგზავრა დებრეცენში, სადაც 8-11 თებერვალს დაგეგმილ ტრადიციულ, A კლასის შეჯიბრში მიიღებს მონაწილეობას.

უნგრულ კონკურენციაში საქართველოს ნაკრები 8 სპორტსმენით ჩაებმება. რინგზე ავლენ: ნოდარ დარბაიძე (49 კგ) ონისე სოსელია (52 კგ), არტიუშ გომციანი (56 კგ), გიორგი გოგატიშვილი (60 კგ), დათო გორგილაძე (64 კგ), ესკერხან მადიევი (69 კგ), რატი ტლაშაძე (81 კგ), გიორგი ჭიღლაძე (+91 კგ).

ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში შალვა დუნდუას საერთაშორისო არენაზე დებიუტი აქვს. ახალგაზრდა სპეციალისტს უნგრეთში ბეჟან ჭიჭინაძე დაეხმარება, რომელიც ამავდროულად ახალგაზრდული ნაკრების დამრიგებელიცაა.

დებრეცენის საერთაშორისო ტურნირი 1956 წლიდან ტარდება და უკვე დიდი ხანია, ევროპის ერთ-ერთ უპრესტიჟულეს შეჯიბრებად ითვლება.

0.116662