ფეხბურთი

5:26 | 6.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: ჟეზუსი “სიტის” გმირია, “იუნაიტედმა” - ჩემპიონი დაჩაგრა

პრემიერლიგის 24-ე ტურის დასკვნით სათამაშო დღეს ორმა მანჩესტერულმა კლუბმა ითამაშა. “მანჩესტერ სიტიმ” “ეტიჰად სთედიუმზე” ერთ-ერთი აუტსაიდერი “სუონსი” მიიღო და სამი ქულის მოპოვება მსაჯის მიერ მეორე დამატებულ წუთზე მოახერხა.

შესანიშნავად გამოიყურება “ქალაქელთა” ახალწვეული გაბრიელ ჟეზუსი, რომელიც ბოლო ორი მატჩია ძირითად შემადგენლობაში სერხიო აგუეროს ნაცვლად ირჯება და ბოძებულ შანსს მშვენივრად იყენებს.

მასპინძლებმა ტაიმი ახალგაზრდა ბრაზილიელის გოლით მოიგეს, რომელმაც მე-11 წუთზე მეტოქის მცველებს დაასწრო და ლუკაშ ფაბიანსკის ახლო მანძილიდან ძლიერი დარტყმით გაუტანა.

“სიტი” დიდ უპირატესობას ფლობდა, თუმცა ბევრ მომენტს აფუჭებდა და ამის გამო, კინაღამ დაისაჯდნენ. 81-ე წუთზე გილფი სიგურდსონმა ჩვეულ სტილში, შორეული დარტყმით წონასწორობა აღადგინა და “ქალაქელები” ქულების დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. ხოსეპ გვარდიოლას მშველელად გაბრიელ ჟეზუსი მოევლინა, რომელმაც 92-ე წუთზე დუბლი გაიფორმა და თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუპოვა – 2:1.

მეორე მატჩში მოქმედმა ჩემპიონმა “ლესტერმა” “მანჩესტერ იუნაიტედს” უმასპინძლა და უშანსოდ დამარცხდა. “მელიები” თითქმის იმ შემადგენლობით თამაშობენ, რომლითაც საჩემპიონო ტიტული მოიპოვეს. ერთადერთი, ნ’გოლო კანტე აღარ თამაშობს კლაუდიო რანიერის გუნდში, თუმცა საერთოდ არ ჰგავს იმ კლუბს, რომელმაც რამდენიმე თვის წინ პრემიერლიგა მოიგო და იტალიელმა სპეციალისტმა რაიმე თუ არ იღონა, დიდი შანსია მოქმედი ჩემპიონები ჩემპიონშიფში გავარდნენ.

შეხვედრის ბედი 7-წუთიან მონაკვეთში გადაწყდა. 42-ე წუთზე ჰენრიხ მხიტარიანი მშვენივრად გაისარჯა, მეკარესთან პირისპირ დარჩა და ანგარიში გახსნა. ორ წუთში კი, სხვაობა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გაზარდა და ტაიმი 0:2 დასრულდა.

შესვენებაზე კლადიო რანიერიმ ორი შეცვლა განახორციელა და თამაშში გარდატეხის შეტანას შეეცადა, თუმცა მეორე ტაიმის დაწყებიდან ოთხ წუთში ჰენრიხ მხიტარიანის და ხუან მატას ეფექტური კომბინაცია ამ უკანასკნელის გოლით დასრულდა და შეხვედრის ბედი ნაადრევად გადაწყდა – 0:3.

მანჩესტერ სიტი – სუონსი 2:1 (1:0)

მანჩესტერი, “ეტიჰად სთედიუმი”

მანჩესტერ სიტი (4-3-3): კაბალიერო, კოლაროვი, სტოუნზი, კლიში, ფერნანდინიო, ტურე, სილვა (ფერნანდო 95), დე ბრუინი (ზაბალეტა 78), სანე, სტერლინგი (აგუერო 83), გაბრიელ ჟეზუსი.
მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

სუონსი (4-3-3): ფაბიანსკი, მოუსონი, ფ.ფერნანდესი, ოლსონი, ნოუტონი, კორკი, ფერი, ტ.კეროლი (დაიერი 75), რუტლიჯი (ნარსინგი 65), სიგურდსონი, ფ.ლორენტე (ბასტონი 83).
მწვრთნელი: პოლ კლემენტი

გოლები: 1:0, 2:1 გაბრილე ჟეზუსი (11; 92), 1:1 სიგურდსონი (81)
გაფრთხილებები: დე ბრუინი, სტერლინგი – ფ.ლორენტე, კორკი, სიგურდსონი
მსაჯი: მაიკლ დინი

ლესტერი – მანჩესტერ იუნაიტედი 0:3 (0:2)

ლესტერი, “კინგ პაუერ სთედიუმი”

ლესტერი (4-2-3-1): შმეიხელი, ჰუტი, მორგანი, სიმპსონი, ფუქსი, ნდიდი, დრინკვოთერი, მუსა (კინგი 46), ოკაზაკი (დ.გრეი 46), მაჰრეზი, ვარდი.
მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი

მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა, ბაილი, სმოლინგი, როხო (ბლინდი 46), ა.ვალენსია, ერერა, პოგბა, მატა (ფელაინი 77), მხიტარიანი, რეშფორდი (იანგი 83), იბრაჰიმოვიჩი.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

გოლები: 0:1 მხიტარიანი (42), 0:2 იბრაჰიმოვიჩი (44), 0:3 მატა (49)
გაფრთხილებები: დრინკვოთერი, ფუქსი – მატა, ერერა, პოგბა, დე ხეა
მსაჯი:
ენტონი ტეილორი

0.138241