“მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ინგლისის პრემიერლიგის რეკორდი დაამყარა. შვედი ფეხბურთელი გახდა ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე ინგლისის ჩემპიონატის ისტორიაში, ვინც 15 გოლის გატანა შეძლო.
აღნიშნულ რიცხვს იბრამ გუშინ, “ლესტერთან” (3:0) მატჩში მიაღწია. ზლატანი ამჟამად 35 წლის და 125 დღის გახლავთ.
შეგახსენებთ, სკანდინავიელი “მანჩესტერში” მიმდინარე სეზონის დაწყების წინ გადავიდა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.