ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ მის ყოფილ გუნდ “იუვენტუსს” სათამაშო სტილი დაუწუნა. როგორც 41 წლის ფეხბურთელმა “იუვენტუსი” – “ინტერის” (1:0) შეხვედრის შემდეგ განაცხადა, “ბებერი ქალბატონი” დაცვაში ზედმეტად ბევრ დროს ატარებს.
“ვნახე თამაში, რომლის პირველი ტაიმი “იუვენტუსმა” შესანიშნავად ჩაატარა, მაგრამ ერთი რამ დღევანდელ “იუვეში” არ მომწონს – გუნდი მეორე ტაიმს ყოველთვის ცუდად ატარებს და მხოლოდ კონტრშეტევებზე აწყობს თამაშს. მხოლოდ დაცვაში ჩადგომით ვერ გაიმარჯვებ და მითუფრო ჩემპიონთა ლიგაზე”, - აღნიშნა დელ პიერომ.
შეგახსენებთ, “იუვენტუსმა” “ინტერს” ხუან კუადრადოს მიერ 45-ე წუთზე გატანილი გოლით 1:0 მოუგო და სერია ა-ს დამაჯერებლად ლიდერობს.