არგენტინის ეროვნული ნაკრების და "ბარსელონას" თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ "ბილბაოსთან" მოგებულ (3:0) ლა ლიგის შეხვედრაში მე-40 წუთზე საჯარიმო დარტყმით გოლი გაიტანა და სტანდარტული პოზიციიდან 27-ე გოლი გაიტანა, რაც კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. აღნიშნულ ინფორმაციას Squawka ავრცელებს.
სამხრეთამერიკელმა ფეხბურთელმა რონალდ კუმანის შედეგი გააუმჯობესა. ჰოლანდიელი "ბლაუგრანას" რიგებს 1989-95 წლებში თამაშობდა და 192 მატჩში 67 გოლი გაიტანა.