კალათბურთი

20:12 | 4.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

სანაძის შედეგიანი თამაშით "პრიმორსკამ" მშრალი სერია შეწყვიტა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრმა დუდა სანაძემ სლოვენიის ჩემპიონატის მე-17 ტურში შინ "პორტოროჟის" წინააღმდეგ მოგებულ (94:61) მატჩში შედეგიანად ითამაშა. "პრიმორსკას" მწვრთნელმა ქართველს მხოლოდ 21:47 წუთი დაუთმო, ამ ხნის განმავლობაში კი დუდამ 28 ქულა მიითვალა.

სანაძეს ორქულიანი სროლები კარგად წაუვიდა და 8-დან 7 ჩააგდო. სამქულიანები კი 50% სიზუსტით ესროლა (4-დან 2). დუდას წინააღმდეგ ხუთჯერ დაჯარიმდნენ და 8 საჯარიმო სროლიდან მასპინძლების ერთ-ერთმა ლიდერმა 8-ვე გამოიყენა. ქართველის სარგებლიანობის კოეფიციენტი 30 იყო, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო შედეგი გახლდათ.

"პრიმორსკას" ჩემპიონატში ზედიზედ 4 მატჩი ჰქონდა წაგებული და ამ შეხვედრის შემდეგ მე-9 მოგება დაუფიქსირდა. სანაძის გუნდი მეექვსე ადგილზე იმყოფება და მომდევნო მატჩს საპლეიოფო ზონასთან მყოფ "ჰელიოსთან" 11 თებერვალს გამართავს.

0.114133