კალათბურთი

14:28 | 4.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

„მგზავრების“ ნანატრი გამარჯვება

საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26-ე ეროვნული ჩემპიონატი, ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, მესამე წრის მატჩებით განახლდა. ამ წრის ოთხივე შეხვედრას თბილისის ოლიმპიური სასახლე მასპინძლობს.

პარკეტზე პირველები ჩემპიონატის გამოკვეთილი აუტსაიდერი „მგზავრები“ და „ბათუმი“ გავიდნენ. მასპინძლებს გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდათ, რადგან 2 წრის შემდეგ ერთადერთი გამარჯვება ჰქონდათ და ჩემპიონატის გამოკვეთილი აუტსაიდერები არიან. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე პირველი მეოთხედის შემდეგ, „მგზავრები“ სამი ქულის სხვაობით, 24:21 დაწინაურდნენ. მომდევნო მეოთხედებშიც აშკარა იყო მათი უპირატესობა, საბოლოოდ - 99:60, "მგზავრებმა" მოიგეს და ზედიზედ წაგებული 9 შეხვედრის შემდეგ ნანატრი მეორე გამარჯვება მოიპოვეს.

ამ მატჩში ყველაზე მეტი, 27 ქულა „მგზავრების“ ახალწვეულმა კაჰიმ რაშად რენსომმა დააგროვა. მთლიანობაში ამ კლუბმა გუნდური თამაში აჩვენა, მისმა 6-მა წევრმა, რენსომის ჩათვლით, 10 და მეტი ქულა დააგროვა. რაც შეეხება „ბათუმს“, მის რიგებში 19 ქულით ყველაზე შედეგიანი კახაბერ ჯინჭარაძე იყო. ზღვისპირელთა სხვა კალათბურთელებმა სუსტად ითამაშეს და შესაძლებლობის ნახევარიც ვერ გამოავლინეს.

ამჟამად მიმდინარეობის ტურის ცენტრალური შეხვედრა: „სოხუმი“ - „რუსთავი“.

მგზავრები – ბათუმი 99:60

(24:21, 25:16, 23:7, 27:16)

0.116426