ფეხბურთი

12:07 | 4.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

სტეფანო პიოლი: "იუვესთან" აქამდე მხოლოდ იმიტომ არ მომიგია, რომ "ინტერის" თავკაცი არ ვყოფილვარ"

იტალიური საფეხბურთი სამყაროს ყურადღება ტურინისკენაა მიპყრობილი, სადაც 5 თებერვალს დიდი იტალიური დერბი შედგება - „იუვენტუსი“ „ინტერს“ უმასპინძლებს.

აღნიშნული მატჩის წინ „ინტერნაციონალეს“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ ისაუბრა. საგულისხმოა, რომ პიოლის სამწვრთნელო კარიერაში „იუვენტუსი“ არასდროს დაუმარცხებია. იტალიელმა სპეციალისტის განცხადებით, ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ აქამდე „ინტერის“ თავკაცი არ ყოფილა:

„ეს თამაში სამქულაზე მეტს ნიშნავს, სხვა შემთხვევაში მას „დერბი დ’იტალია“ არ ერქმეოდა. ჩემი გუნდი ფრეზე არ ითამაშებს, პირიქით, მოედანზე მოსაგებად გავალთ. მართალია, „იუვენტუსი“ იტალიის საუკეთესო გუნდია, მაგრამ იმ მცირე გუნდებს შორის, რომელთაც მისთვის პრობლემების შექმნა შეუძლიათ, „ინტერიც“ შედის.

„იუვენტუსი“, როგორც მწვრთნელს არასდროს დამიმარცხებია, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ აქამდე „ინტერს“ არ ვთავკაცობდი“, - თქვა პიოლიმ.

შეგახსენებთ, პირველ წრეში „ნერაძურიმ“ „ბებერ ქალბატონს“ შინ 2:1 მოუგო, მაგრამ მაშინ მილანურ გრანდს ჰოლანდიელი ფრანკ დე ბური ედგა სათავეში. აღსანიშნავია, რომ „ინტერს“ სერია A-ში ზედიზედ 7 მატჩი აქვს მოგებული. ზემოხსენებულ მატჩს რაც შეეხება, იგი კვირას, ტურინში გაიმართება.

0.067281