საკალათბურთო კლუბმა ,,სოხუმმა“ კიდევ ერთი ლეგიონერი, უკანახაზელი რობერტ ვუდსონი (05.06.1991, 186 სმ) დაიმატა. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის ფეისბუქ-გვერდი ავრცელებს.
ვუდსონის გარდა ,,სოხუმში“ მისი თანამემამულე უეიდ ლათანი და უკრაინელი ლეგიონერები დმიტრი ზაბირჩენკო და ალექსანდრე ტიშენკო თამაშობენ. 14 ტურის შემდეგ ,,სოხუმს“, ,,ბათუმსა“ და ,,კაკტუსს“ 20-20 ქულა აქვთ და მეოთხე-მეექვსე ადგილებს ინაწილებენ.