კალათბურთი

15:04 | 3.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ბაქსმა” და “ჰორნეთსმა” კალათბურთელები გაცვალეს

“მილოუკი ბაქსმა” გუნდიდან ცენტრი, 28 წლის მაილზ პლამლი “შარლოტ ჰორნეთსში” გაუშვა, თავის მხრივ შარლოტელებმა “ხარირმებს” 30 წლის ცენტრი როი ჰიბერტი და მძიმე ფორვარდი სპენსერ ჰოუსი გადაულოცეს.

“ბაქსმა” ამ გაცვლით თავიდან აიცილა პლამლისთან 4-წლიანი კონტრაქტი, რომელიც გასული წლის ზაფხულში დადო და რომლის მიხედვითაც კლუბს 50 მილიონი უნდა გადაეხადა. თანაც “მილოუკიმ” ორი ნორმალური მეფარე მიიღო.

მიმდინარე სეზონში მაილზ პლამლი საშუალოდ 9 წუთს თამაშობს და 2,6 ქულასა და 1,7 მოხსნას აგროვებს, ჰიბერტი 16 წუთში - 5,2 ქულასა და 3,6 მოხსნას, ხოლო ჰოუსი 18 წუთში – 7,3 ქულასა და 4,2 მოხსნას.

0.108773