კატალონიის "ბარსელონამ" "ატლეტიკოსთან" მოგებული (2:1) ესპანეთის თასის ნახევარფინალური შეხვედრის შემდეგ ვარჯიში განაახლა და გუნდთან ერთად ანდრეს ინიესტამაც ივარჯიშა.
ესპანელი "სოსიედადთან" მიღებული ტრავმის შემდეგ სარეაბილიტაციო პროცესს გადიოდა და 4 მატჩი გაუცდა. მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა 17 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 1 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.