ევროლიგის რეგულარული სეზონის 21-ე ტურის ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს “ფენერბახჩე” და ცსკა სტამბულში დაუპირისპირდებიან. მოსკოვურ კლუბს მილოშ ტეოდოსიჩი, ვიქტორ ხრიაპა და ივან ლაზარევი ვერ დაეხმარებიან, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
“ფენერბახჩე” ცსკა-ს შეხვედრა 2 თებერვალს თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება. რეგულარულ სეზონის პირველ შეხვედრაში ცსკა შინ 75:95 დამარცხდა, მაშინ თურქულმა კლუბმა ოვერტაიმში მოიგო.