ჩოგბურთი

13:14 | 2.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

მეტრეველი კენჭისყრით კმაყოფილია

დღეს, თბილისის საკრებულოს შენობის დარბაზში, დევისის თასის ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფში მოასპარეზე საქართველოსა და ფინეთის ჩოგბურთელ ვაჟთა ნაკრები გუნდების კენჭისყრა შედგა. ღონისძიებას ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენელი, ოქროს ბეჭდის მფლობელი რეფერი დენის პარნელი უძღვებოდა.

საქართველოსა და ფინეთის ნაკრებთა შეხვედრა 3-5 თებერვლის ჩათვლით თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ნაკრებს კენჭისყრისას გაუმართლა, რადგან პირველები საქართველოს ნაკრების ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი და ფინელთა მეორე ნომერი ეერო ვასა დაიწყებენ. ამ დღის მეორე შეხვედრაში კი ერთმანეთს საქართველოს ნაკრების მეორე ნომერი გიორგი ცივაძე და სტუმართა პირველი ნომერი პატრიკ ნიკლას-სალმინენი დაუპირისპირდებიან.

4 თებერვალს წყვილები იასპარეზებენ. საქართველოდან სარბიელზე ბასილაშვილი და ცივაძე გავლენ, რომლებსაც სტუმართა მხრიდან მესამე ნომერი ემილ რუუსუვუორი და მეოთხე ნომერი ჰარი ჰელიოვაარა დაუპირისპირდებიან. მესამე დღეს ერთეულებში ბასილაშვილი ნიკლას-სალმინენს, ხოლო ცივაძე ეერო ვასას შეხვდება.

კენჭისყრის დასრულების შემდეგ WORLDSPORT.GE-მ კომენტარის გაკეთება სთხოვა საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ალექსანდრე უმცროს მეტრეველს:

„კენჭისყრით კმაყოფილი ვარ, კარგია, რომ შეხევდრას არამარტო ჩვენი ნაკრები, არამედ ამ დაპირისპირების ფავორიტი ნიკოლოზ ბასილაშვილი იწყებს. ბასილაშვილის მოგების შემთხევევაში ეს გუნდისთვის კარგი სტიმული იქნება, რათა შეხვედრა გამარჯვებამდე მივიყვანოთ. თუ დავწინაურდებით, არამგონია ფინელთა დამარცხება გაგვიჭირდეს.“

-ამ შეხვედრაში მოასპარეზე გუნდების შანსებს როგორ აფასებთ?

-60/40 ჩვენს სასარგებლოდ.

0.139223