კალათბურთი

10:52 | 2.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზაზამ ტრავმის გამო “შარლოტთან” ვერ ითამაშა, კარიმ ლუისს გადაასწრო

“გოლდენ სტეიტმა” საკუთარ დარბაზში “შარლოტ ჰორნეტსი” 126:111 დაამარცხა. სამწუხაროდ, ზაზა ფაჩულიას მხრის ტრავმა აწუხებს, რის გამოც პარკეტზე არ გასულა და ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაუბრუნდება ის გუნდს.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მატჩში გადამწყვეტი პირველივე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც “მეომრებმა” 41:21 მოიგეს. მატჩში ყველაზე მეტი 39 ქულა სტეფ კარის ანგარიშზეა. კარიმ ყველა დროის საუკეთესო სამქულიან მსროლელებს შორის მე-12 ადგილზე გადაინაცვლა. გამთამაშებელმა რაშარდ ლუისს გადაასწრო და ამ დროისთვის 1792 სამქულიანი აქვს, ხოლო ლუისს 1787. კარის მორიგი სამიზნე კობი ბრაიანტის 1827 სამქულიანია.

0.126434