1 თებერვალს, დიღომში მდებარე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში საქართველოს მეორე დონის ჩემპიონატი გაიმართა. კონკურენციაში ის ძიუდოისტები ჩაებნენ, ვინც 2016 წლის ბოლოს, საქართველოს ჩემპიონატზე საპრიზო სამეულს მიღმა დარჩნენ.
სხვა შეჯიბრებებისგან განსხვავებით, მეორე დონის პირველობაზე არ მოქმედებდა რეპეშაჟის წესი. ნახევარფინალში წაგებულები საბოლოო მესამე ადგილის დასაკავებლად ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და თითოეულ წონით კატეგორიაში მხოლოდ თითო ბრინჯაოს მედალი გათამაშდა.
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის გადაწყვეტილებით, ამ პირველობაზე მედლის მომგები სპორტსმენები ეროვნული ჩემპიონატის ჩემპიონ-პრიზიორებთან ერთად იმ 7 კლუბში გადანაწილდებიან, რომლებიც საქართველოს საკლუბო პირველობაში ჩაერთვებიან.
აქვე მეორე დონის ჩემპიონატის შვიდივე წონის სამეულები:
60 კგ
1 ლაშა ჩადუნელი
2 თემურ ნოზაძე
3 ირაკლი კუპატაძე
66 კგ
1 ნიკო ჭიკაიძე
2 გელა კელიხაშვილი
3 ვანო თოთლაძე
73 კგ
1 ზვიად კაპანაძე
2 ანზორ ხმიადაშვილი
3 ბექა უდესიანი
81 კგ
1 გიორგი კაციაშვილი
2 თენგიზ პაპოშვილი
3 ვანო ჩურჩხელაშვილი
90 კგ
1 ბექა მიქუტიშვილი
2 გიორგი გულიაშვილი
3 თორნიკე ჯუღელი
100 კგ
1 ონისე სანებლიძე
2 ზაურ მამარდაშვილი
3 გიორგი კობაიძე
+100 კგ
1 რევაზ წულუკიძე
2 გიორგი ბოლოთაშვილი
3 თამაზ ჯახაშვილი