ფეხბურთი

12:30 | 2.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

პიტერ კრაუჩის 100

“სტოკ სიტის” ფეხბურთელმა პიტერ კრაუჩმა ინგლისის პრემიერლიგაში საიუბილეო მეასე გოლი გაიტანა. კრაუჩმა აღნიშნულ ნიშნულს გუშინ, “ევერტონთან” (1:1) მატში უწია.

აღსანიშნავია, რომ 36 წლის ინგლისელი თავდამსხმელი ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელია მათ შორის, ვინც პრემიერლიგაში 100 გოლის გატანა შეძლო.

გარდა ამისა, 26-ე ფეხბურთელია ინგლისის ჩემპიონატის ისტორიაში, რომელმაც მინიმუმ ასი გოლი გაიტანა.

0.121067