ფეხბურთი

20:50 | 1.02.2017 | ნანახია 1644 - ჯერ

"საბურთალომ" პირველი შეკრება დაასრულა

ნოვოსიბირსკის "სიბირთან" ამხანაგური მატჩით პირველი შეკრება დაასრულა "საბურთალომ", რომელიც დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში თურქეთის ქალაქ სიდეში ემზადებოდა. დღევანდელი სპარინგ-მატჩი რუსების გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.

"საბურთალო" იგებდა: ვაგნერის საჯარიმოში წაქცევისთვის თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც გიორგი ხარაიშვილმა გოლად აქცია.მეორე ტაიმში მოწინააღმდეგემ ასევე პენალტით შეძლო ანგარიშის გათანაბრება. მალე ნოვოსიბირსკელებმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს.

"საბურთალოს" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ყველა ფეხბურთელს მისცა თამაშის საშუალება. თბილისელები სამშობლოში 3 თებერვალს გამთენიისას დაბრუნდებიან.

"საბურთალოს" შემადგენლობა "სიბირთან": კუპატაძე, სოფრომაძე, მარგველაშვილი, ცნობილაძე, ჩაბრაძე, მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი, ხარაიშვილი, ვაგნერი, შინდაგორიძე, ფანცულაია. მეორე ტაიმში ითამაშეს: ნასყიდაშვილი, ხუბაშვილი, ნადარაია, მალი, ნიკოლაშვილი, ქოჩორაშვილი, ბაკურაძე, იმნაძე, გვარაძე, იაშვილი, ჩოგაძე.

fcsaburtalo.ge


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:39 | 02.02.2017
tomuri (1422)

ნახეთ ერთ დროს სად ვიყავით ---

გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემა The Guardian-მა თბილისის "დინამოს" ლეგენდარული ფორმაციის შესახევ საინტერესო ჩანახატი გამოაქვეყნა. ინგლისელი კორესპონდენტი კრეიგ მაკკრაგენი გაოცებულია, თუ როგორ მოახერხა საბჭოთა ჩაკეტილი სისტემის წიაღში ერთმა პატარა ქვეყნის გუნდმა 70-იანი წლების ბოლოსა და 80-იანი წლების დასაწყისში ევროპული საფეხბურთო პუბლიკის გაოცება.

"ბრიტანელმა ქომაგმა "დინამო" 1979 წელს გაიცნო. თბილისში ძალიან წვიმდა, თუმცა ცენტრალურ სტადიონზე მსოფლიო ფეხბურთის გრადისა და საბჭოთა გუნდის შეხვედრას 100 000-ზე მეტი ქომაგი ესწრებოდა. ქართველებმა ტექნიკური ფეხბურთითა და საოცარი სისწრაფეებით ბრიტანული სპორტის ერთერთი თვალსაჩინო წარმომაგენელი 3:0 გაანადგურეს".

"მორიგი ინგლისური გამოცდის ჩაბარება თბილისის "დინამოს" 1981 წელს მოუხდა. თასების მფლობელთა თასის მეოთხედფინალი "ვესტ ჰემთან". პირველ შეხვედრაში "ბოლეინ გრაუნდზე" შეკრიბილმა პუბლიკამ ინტელექტის, მოქნილობისა, და შემტევი ფეხბურთის ნამდილი მასტერკლასი იხილა. გულშემატკივარი ვერ ხსნისა, როგორ გადაურა 4:1 მათ საყვარელ გუნდს "დინამომ". ამ შეხვედრის ჩანაწერი უეფას სამწვრთნელო კურსებისას უნდა გამოიყენებოდეს, ყველამ უნდა ნახოს, რა მოხდა "ბოლეინზე".

"როდესაც ამ ყველაფერს ვუყურებ, ვფიქრობ, საბჭოთა ფეხბურთელებმა თბილისიდან ჩემზე რამდენად სერიოზული გავლენა იქონიეს, მათ დამანახეს - რა არის ფეხბურთი. ამსტერდამის "აიაქსის" ლეგენდარული მწვრთნელის რინუს მიხელსის მიერ ჩამოყალიბებული ტოტალური ფეხბურთის სული ყველა უკეთ სწორედ 70-იანი და 80-იანი წლების თბილისის "დინამოს" ფეხბურთში გამოკრთებოდა".

კრეიგ მაკკრაგენი - The Guardian

0.114136