მადრიდის “რეალმა” 23 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი ლუკას სილვა იჯარის წესით 2018 წლის ივნისამდე “კრუზეიროში” გაუშვა, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
სილვა “რეალში” 2015 წელს “კრუზეიროდან” გადავიდა და “სამეფო კლუბის” მაისურით რვა შეხვედრა ჩაატარა. გასულ სეზონში ლუკასი იჯარის წესით “მარსელში” თამაშობდა.