“ტორონტო” “ნიუ ორლეანის” (108:106) მატჩი კანადელთა ლიდერმა დემარ დეროზანმა კოჭის ტრავმის გამო გამოტოვა, აქამდე კი დემარს ორ შეხვედრაში არ მიუღია მონაწილეობა.
ESPN-ის ცნობით, “ტორონტოს” ლიდერს მინიმუმ კიდევ ერთი მატჩი გაუცდება, რადგან კლუბის ექიმები კალათბურთელს თამაშისგან თავის შეკავებას ურჩევენ, ტრავმა კიდევ უფრო რომ არ გართულდეს.
მიმდინარე სეზონში დეროზანი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 27.8 ქულას და 5.4 მოხსნას აკეთებდა.