ფეხბურთი

19:11 | 1.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

კლუბები, რომლებმაც ზამთრის ტრანსფერებში ყველაზე მეტი დახარჯეს

ზამთრის სატრანსფერო ფაჯარა დაიხურა. დიდი თანხის სანაცვლოდ ფეხბურთელთა აზიაში გადინებამ მასიური სახე მიიღო და წელს ტრანსფერების სიუხვით ჩინური გუნდები გამოირჩნენ. გთავაზობთ 10 კლუბს, რომლებმაც იანვარში სხვებზე მეტი დახარჯეს.

10) "ლიონმა" 25 მილიონად მემფის დეპაი დაიმატა.

9) "იუვენტუსმა" 29 მილიონი დახარჯა და გუნდს 3 ახალი ფეხბურთელი შესძინა. მატია კალდარა "ატალანტადან", ტომას რინკონი "ჯენოადან" და რიკარდო ორსოლინი "ასკოლიდან".

8) "მანჩესტერ სიტიმ" 31 მილიონი გადაიხადა ბრაზილიელ გაბრიელ ჟეზუსში.

7) "ვოლფსბურგმა" 32 მილიონად თითქმის ნახევარი გუნდი განაახლა. რიშედლი ბაზური "აიაქსიდან", იუნის მალი "მაინცი 05", პოლ ჯორჯი "რენიდან", ვიქტორ ოსიმენი 18 წლის ნიგერიელი, რომელიც კარიერას სწორედ ამ კლუბში იწყებს და აშკან დეჟაგა.

6) "ევერტონი" - 37 მილიონი. მორგან შნედერლენი "მანჩესტერიდან", ადემოლა ლუქმანი "ჩარლტონ ატლეტიკიდან" და ანტონი დანკერი.

5) "კრისტალ პალასი" - 40 მილიონი. ჯეფრი შლუპი "ლესტერ სიტიდან", პატრიკ ვან ანჰოლტი "სანდერლენდიდან", ლუკა მილიოებიჩი "ოლიმპიაკოსიდან" და მამადუ სახო "ლივერპულიდან".

4) "ტიანჯინ ქუანჯინი" - 48 მილიონი. ალეშანდრო პატო " ვილიარეალიდან", აქსელ ვიტსელი "ზენიტიდან", ქვონ ქუივუნ ვონი "ალ აჰლიდან".

3) "მარსელი" - 50 მილიონი. დიმიტრი პაიე "ვესტ ჰემიდან", პატრიკ ევრა "იუვენტუსიდან", მორგან სანსონი "მონპელიედან" და გრეგორი სერტიკი "ბორდოდან".

2) "პარი სენ ჟერმენი" - 65 მილიონი. იულიან დრაქსლერი "ვოლფსბურგიდან" და გონსალო გედიში "ბენფიკიდან".

1) "შანხაი" - 69 მილიონი. ოსკარი "ჩელსიდან" და ადილ ახმედოვი "კრასნოდარიდან".

0.11107