ფეხბურთი

14:42 | 1.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპულმა” სახო “კლისტალ პალასში” გაუშვა

“ლივერპულის” 26 წლის ფრანგი ცენტრალური მცველი მამადუ სახო კარიერას “კრისტალ პალასში” გააგრძელებს, აღნიშნულ ინფორმაციას ლონდონური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

“ლივერპულმა” მცველი “კრისტალ პალასში” სეზონის ბოლომდე იჯარის წესით გაუშვა.

სახო “ლივერპულში” 2013 წელს პსჟ-დან გადავიდა, 56 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში იურგენ კლოპი ფეხბურთელს არ წყალობდა და არ ათამაშებდა.

0.891462