ფეხბურთი

11:20 | 28.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

15 მილიონზე მეტი გონალონის სანაცვლოდ

საფრანგეთის გასული ჩემპიონატის მესამეადგილოსანი “ლიონი”, მიუხედავად დიდი სურვილისა, შესაძლოა, საკუთარი ლიდერის გარეშე დარჩეს.

24 წლის მაქსიმ გონალონმა თავისი თამაშით ევროპული კლუბების ყურადღება მიიქცია, რომელთა შორის იტალიური “ნაპოლიცაა”. L’Equipe-თან საუბარში ეს ინფორმაცია ლიონელთა პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლამაც დაადასტურა.

“მიუხედავად იმისა, რომ გონალონის გაყიდვას არ ვგეგმავ, მასთან დაკავშირებით მიღებული შეთავაზებების სიმრავლეს ვერ დავმალავ. ერთ-ერთი მათგანის თანახმად, 15 მილიონ ევროზე მეტს გვთავაზობენ”, - აღიარა ოლამ.

მაქსიმს “ლიონთან” მოქმედი კონტრაქტი 2016 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. გონალონი ამ კლუბის აღზრდილია, ბოლო ორ წელიწადში გუნდის ლიდერად იქცა და საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში ჩატარებულ 35 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

0.118131