ფეხბურთი

18:38 | 31.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ყენია ოპერაციას გაიკეთებს

ლევან ყენია ბარძაყის ოპერაციას გაიკეთებს და ორი-სამი თვე ვერ ითამაშებს. ამის შესახებ თავად ფეხბურთელმა გვაცნობა. ეს სეზონი ლევანს მთლიანად ჩაუვარდა, აგვისტოს შემდეგ არ უთამაშია...

ყენიამ ევროპის ლიგის მატჩის ("სლავია"-"ანდერლეხტი") წინ მიიღო ტრავმა. იყო ვარაუდი, რომ ქირურგიული ჩარევა საჭირო არ გახდებოდა, მაგრამ ყენიამ ვერა და ვერ დაიწყო ვარჯიში, ბარძაყი სტკიოდა და ხელს უშლიდა. ის ოპერაციას გერმანიაში გაიკეთებს.

შეგახსენებთ, ყენიამ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ბოლოს შარშან მაისში ითამაშა, სლოვაკეთთან 1:3 წაგებულ მატჩში. იმ შეხვედრაში ლევანმა ლამაზი გოლი გაიტანა. სამწუხაროა, რომ ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელი ტრავმებმა ძალიან გააწვალა.

0.146949