იტალიის ჩემპიონი ტურინის “იუვენტუსი” სერია B-ს ბინადარ “ასკოლიდან” 19 წლის შემტევით, რიკარდო ორსოლინით გაძლიერდა. ტრანსფერი აქამდეც გადაწყვეტილი გახლდათ, მაგრამ ნიჭიერი ფეხბურთელი ტურინულმა გრანდმა ოფიციალურად დღეს წარადგინა.
რიკარდო ორსოლინის სანაცვლოდ “იუვემ” 6 მილიონი ევრო გაიღო და კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე გაუფორმა. ისიც აღსანიშნავია, რომ 19 წლის მოთამაშე მიმდინარე სეზონს “ასკოლიში” ჩაამთავრებს.
რიკარდო ორსოლინიზე დიდი იმედი მყარდება და იტალიაში “ახალ რობენსაც” უწოდებენ.