სხვა

18:55 | 30.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

თბილისში საუკეთესო ახალგაზრდა მოკრივეები გამოვლინდნენ

თბილისში სამი დღის განმავლობაში, ახალგაზრდა მოკრივეებს შორის, დედაქალაქის ჩემპიონატი მიმდინარეობდა. პირველობაზე თბილისის 10 გუნდის მოკრივეები იყვნენ წარმოდგენილნი, რომლებმაც მედლები ათ წონით კატეგორიაში გაითამაშეს.

საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ყველაზე მსუბუქ წონაში – 49 კილოგრამში პირველობა არავის დაუთმო ვალაქს პირმურადოვმა, რომელმაც ფინალში ნიკა პაპაშვილი დაამარცხა.

52 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფინალში გიორგი ჩლაიძემ მუსა შავერდოვი დაამარცხა. 56 კილოგრამში ჩემპიონი არმენ ბურდარიანცი გახდა. 60 კილოგრამში კი პირველობა არავის დაუთმო იბრაგიმ მუხაჟურმა. შემდეგ ორ წონით კატეგორიაში ოქროს მედლები ძმებმა – უჩა და ვაჟა მურადაშვილებმა მოიპოვეს. 75 კილოგრამ წონითი კატეგორიის ფინალში, სერგო აკობჯანიანი და სტეფანე მხითარიანი გავიდნენ, გამარჯვება სერგო აკობჯანიანს ხვდა წილად. 81-ში ჩემპიონის ტიტული საიფისლამ მადიევმა მოიპოვა. 91 კილოგრამში კი დედაქალაქის ჩემპიონის ტიტული არავის დაუთმო თემურ ღარიბაშვილმა. მძიმე წონაში თბილისის საუკეთესო მოკრივის ტიტული ვალიკო ლონდარიძემ ირგუნა, რომელმაც ფინალში ნიკა კირმიზოვს სძლია.

0.129471