ჭადრაკი

18:33 | 30.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

სომ ზედიზედ მეორე ტურნირი მოიგო 

შესანიშნავ ფორმაში იმყოფება ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელი, საერთაშორისო დიდოსტატი ჭადრაკში უესლი სო, რომელმაც ზედიზედ მეორე დიდი საერთაშორისო ტურნირი მოიგო.

სომ 2016 წელი ლონდონის საერთაშორისო ტურნირის მოგებით დაასრულა, ხოლო ახალი წელი ვეიკ ან ზეეს საახალწლო ტურნირის მოგებით დაიწყო. ჰოლანდიაში 28 მოჭადრაკემ მოიყარა თავი, რომლებიც სიძლიერის მიხედვით ,,ა’’ და ,,ბ’’ ჯგუფებში გადანაწილდნენ. ამ ტურნირისადმი ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა, როდესაც მასში მონაწილეობის სურვილი მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა მაგნუს კარლსენმა და ვიცე ჩემპიონმა სერგეი კარიაკინმა გამოთქვეს.

რადგან თითოეულ ჯგუფში 14-14 მონაწილე იყო, ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით 13 ტურად ჩატარდა. წაგებას თვით კარლსენიც კი ვერ გადაურჩა, რომელმაც რვა ქულა დააგროვა და მეორე ადგილი დაიკავა. სო ერთადერთი მოჭადრაკე აღმოჩნდა, რომელმაც ასპარეზობა წაუგებლად დაასრულა, 9 ქულა(5 მოგება, 8 ყაიმი) დააგროვა და პირველი ადგილი დამსახურებულად დაიკავა.

გულშემატკივრებს სასიამოვნო სიურპრიზი შესთავაზა ინდოელმა საერთაშოსო დიდოსტატმა ბაშკარან ახდიბანმა(2653), რომელსაც ,,ა’’ ჯგუფში ყველაზე დაბალი რეიტინგი ჰქონდა. ახდიბანმა ამ ტურნირზე მსოფლიოს ვიცე ჩემპიონ სერგეი კარიაკინის დამარცხება მოახერხა და საბოლოოდ 7,5 ქულით, ლევონ არონიანთან და ვეი ისთან ერთად 3-5 ადგილები გაიყო.

“ბ” ჯგუფში, სხვებთან ერთად, ჰოლანდიაში მცხოვრები საერთაშორისო დიდოსტატი სოფო გურამიშვილიც მონაწილეობდა. გურამიშვილმა 13 შეხვედრიდან 10 პარტია წააგო, 3 ყაიმით დაასრულა, 1.5 ქულა დააგროვა, მეცამეტე ადგილოსანს ორი ქულით ჩამორჩა და ბოლო, მე-14 ადგილი დაიკავა.

ბოლო ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები:

დმიტრი ანდრეიკინი(რუსეთი, 2736)-ლევონ არონიანი(სომხეთი, 2780) 1:0

ვეი ი (ჩინეთი, 2706) - რადოსლავ ვოიტაშეკი(პოლონეთი,2750) 0:1

იან ნეპომნიაში(რუსეთი, 2767) - უესლი სო (ა.შ.შ , 2808) 0:1

მაგნუს კარლსენი(ნორვეგია, 2840 ) - სერგეი კარიაკინი(რუსეთი, 2785) 0.5:0.5

ანიშ გირი (ჰოლანდია, 2773) - პაველ ელიანოვი(უკრაინა,2755) 0.5:0.5

რიხარდ რაპორტი(უნგრეთი, 2702) - ბაშკარან ახდიბანი(ინდოეთი,2653) 0:1

დიუკ ვან ველი(ჰოლანდია, 2695) - პენტალა ჰარიკრიშნა(ინდოეთი, 2766) 0:1

მოცემულია ის კოეფიციენტი, რომელიც მოჭადრაკეებს ტურნირის დაწყებამდე ჰქონდათ.

საბოლოო სატურნირო მდგომარეობა:

1.სო - 9.0 ქულა
2. კარლსენი - 8.0
3-5. ახდიბანი, ვეი ი, არონიანი- 7.5-7.5
6-7. ელიანოვი, კარიაკინი 7.0-7.0
8. გირი - 6.5
9-11. ვოიტაშეკი, ჰარიკრიშნა, ანდრეიკინი -6.0-6.0
12.ნეპომნიაში - 5.0
13. რაპორტი - 4.5
14. ვან ველი - 3.5

0.120967