ჩოგბურთი

13:44 | 30.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი ათეულში დაბრუნდა

ავსტრალიია ღია პირველობის დასრულების შემდეგ ATP-ის რეიტინგში ბევრი ცვლილება მოხდა. განახლებული რეიტინგი დღეს გამოქვეყნდა.

ავსტრალიის ღია პირველობის ტრიუმფატორი როჯერ ფედერერი მე-17 პოზიციიდან ათეულში დაბრუნდა, მეათე ადგილზე გადავიდა. ვავრინკამ და რაონიჩმა ადგილები გაცვალეს - შვეიცარიელი მესამეა, კანდელი მეოთხე. ავსტრალიის ღია პირველობის ფინალისტმა რაფაელ ნადალმა მეცხრე ადგილიდან მეექვსეზე გადაინაცვლა. რეიტინგის პირველი ორი ნომერი უცვლელია.

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 92-ე ადგილიდან 89-ე პოზიციაზე გადავიდა.

ATP-ის განახლებული რეიტინგი:

  1. ენდი მარეი - 11 540 ქულა
  2. ნოვაკ ჯოკოვიჩი - 9 825
  3. სტანისლას ვავრინკა – 5 695
  4. მილოშ რაონიჩი – 4 930
  5. კეი ნიშიკორი - 4 830
  6. რაფაელ ნადალი 4 385
  7. მარინ ჩილიჩი – 3 560
  8. დომინიკ ტიმი – 3 505
  9. გაელ მონფილსი – 3 445
  10. როჯერ ფედერერი - 3 260

89. ნიკოლოზ ბასილაშვილი – 630

0.110874