კალათბურთი

13:11 | 30.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ანდორასა" და "ბასკონიას" წაგებები ესპანეთის ჩემპიონატში

ესპანეთის ჩემპიონატში ორივე „ქართული“ გუნდი დამარცხდა: გიორგი შერმადინისა და ბექა ბურჯნაძის „ანდორამ“ ბადალონაში „ხუვენტუდთან“ 59:74 წააგო, ხოლო თორნიკე შენგელიას „ბასკონია“ შინ „ბარსელონასთან“ - 84:92.

შენგელიას ტრავმა აწუხებს და უკვე 2 კვირაა არ თამაშობს. რაც შეეხება „ანდორას“ ქართველებს, გიორგი შერმადინი საკუთრ გუნდში საუკეთესო იყო. გიორგიმ ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 22:35 წუთში 12 ქულა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 7-დან 5 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
გიორგის სარგებლიანობის კოეფიციენტი 15-ს გაუტოლდა, რაც სტუმართა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. ბურჯანაძემ მოედანზე 18:50 წუთი გაატარა და 4 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა. ბექამ სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა 3 ორქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაჯარიმდა, მასზე კი თამაშის წესები 2-ჯერ დაირღვა.

“ანდორას” 10 მოგება და 8 მარცხი აქვს და მე-7 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 5 თებერვალს, შინ, თორნიკე შენგელიას “ბასკონიასთან” ჩაატარებს, რომელიც 12 მოგებითა და 6 მარცხით მე-5 ადგილზეა.

gbf.ge

0.521736