კალათბურთი

11:08 | 30.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიას 14 ქულა და გამარჯვება პორტლენდში (+VIDEO)

ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” გასვლაზე “პორტლენდი” 113:111 დაამარცხა (VIDEO). ფაჩულია ტრადიციულად სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 24 წუთი დაჰყო. ამ დროში ზაზამ გუნდს 14 ქულა, 5 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 2 პასი შესძინა. ქართველმა ცენტრმა 5-დან სამი ორქულიანი და 10-დან 8 საჯარიმო სროლა გამოიყენა. ფაჩულიას პარკეტზე ყოფნის დროს “მეომრებმა” მეტოქეს ჯამში 12 ქულით აჯობს, რაც “გოლდენ სტეიტის” კალათბურთელებს შორის საუკეთესო მაჩვენებელია.

რაც შეხება უშუალოდ შეხვედრას, “პორტლენდი” მთელი მატჩის განმავლობაში მდევრის როლში იყო, ბოლო წამზე ტერნერმა სამქულიანი ისროლა მატჩის მოსაგებად, თუმცა ბურთი კალათში არ ჩაეშვა.

მატჩში ყველაზე მეტი 33 ქულა კევინ დურანტის ანგარიშზეა, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა და 10 მოხსნა და 6 პასი გააკეთა. “ოქროს შტატელებს” სტეფ კარი აკლდათ, რომელიც გაციებულია.

“გოლდენ სტეიტი” 41 მოგებით და 7 წაგებით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს. მომდევნო მატჩში “მეომრები” შინ “შარლოტ ჰორნეტსს” 2 თებერვალს თბილისის დროით 07:30 საათზე დაუპირისპირდებიან.

0.128789