ჭიდაობა

10:22 | 30.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ორი ოქრო ფრანგული ხალიჩიდან (+VIDEO)

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა შოთა ფარტენაძემ (61 კგ) და გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) პარიზში, 28-29 იანვარს გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე ოქროს მედლები მოიპოვეს.

ფარტენაძემ საჩემპიონო გზაზე ოთხი მეტოქე ჩამოიშორა: ფინალამდე ფრანგი ქუენტინ სტიკერი (8:6), შვეიცარიელი რანგი ვოკი (4:1) და უნგრელი იოზეფ მოლნარი (10:0) ჩამოიშორა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი ამერიკელ ჯეისონ ნესს აჯობა (9:2).

გენო პეტრიაშვილს კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასასვლელად სამი გამარჯვება ეყო. ამერიკელებს: ბობი ტელფორდსა და ზაკ რეის ძალიან ადვილად გაუსწორდა - 11:0 და 10:0. ოქროს მედალს კი უნგრელი დანიელ ლიგეტის ძლევით (8:2) დაეუფლა.

საქართველოს ნაკრები საფრანგეთში ხალიჩაზე სულ 5 სპორტსმენით გავიდა. ლევან მურცხვალაძე (57 კგ), ავთანდილ კენჭაძე და დავით ტლაშაძე (ორივე 74 კგ) საპრიზო სამეულს მიღმა დარჩნენ.

საქართველოს ნაკრები პარიზში მწვრთნელებმა ემზარ ბედინეიშვილმა და ნუგზარ სხირელმა ჩაიყვანეს. ტურნირში მონაწილეობა 15 ქვეყნის ნაკრებმა მიიღო.

შოთა ფარტენაძის ფინალური დაპირისპირება:

გენო პეტრიაშვილის ფინალი:

0.111278