იტალიის სერია A-ში გოლი კვლავ გაიტანა ლევან მჭედლიძემ – ქართველმა ფორვარდმა ამჯერად “კროტონეს” კარი დალაშქრა გასვლით შეხვედრაში. ქართველმა გვიდო მარილუნგოსგან მიიღო ბურთი და საჯარიმოს მისადგომებიდან დაბალ კუთხეში გაიტანა VIDEO. ლევანმა მოედანზე 78 წუთი გაატარა და მერე შეცვალეს. ქართველი ფორვარდის ანგარიშზე 5 გოლია მიმდინარე სეზონში და ეს მისი პირადი რეკორდია. აქამდე იტალიის მთავარ ლიგაში საუკეთესო შედეგი მისთვის 4 გოლი გახლდათ. ტოსკანელებმა კი აღნიშნული შეხვედრა 1:4 დათმეს. მჭედლიძის გოლით თავის დროზე წონასწორობა აღდგა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. “ემპოლის” 22 ტურის შემდგომ 21 ქულა აქვს და მე-17 ადგილზე იმყოფება. გასავარდნ ზონაში მყოფ “კროტონეს” კი 8 ქულით უსწრებს. ხსენებული მატჩში უშუალო კონკურენტთან რომ არ წაეგო, სხვაობა გაცილებით კომფორტული იქნებოდა.
ჰოლანდიის ერედივიზიონის XX ტურში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა არნემის “ვიტესმა”. გურამ კაშიას გუნდმა შინ “აზ ალკმაარი” დაამარცხა 2:1 და 30 ქულით მეშვიდეა. თუმცა, მეოთხეადგილოსან “ჰერენვენს” მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება. “ვიტესის” ქართველი კაპიტანი 90 წუთი გაისარჯა და თუ სამი დღის წინ, ჰოლანდიის თასზე “ფეიენოორდის” კარი დალაშქრა, მაჯერად საკუთარ კარი აიღო. ავტოგოლი გურამს საკმაოდ კურიოზული გამოუვიდა VIDEO. თუმცა, სანამ გურამი საკუთარ აიღებდა, მანამდე 60 მეტრიანი მშვენიერი საგოლე პასი შეასრულა და ნათანმა ანგარიში 2:0 გახადა. მოკლედ, ურიგოდ "ვიტესის" კაპიტანს სულაც არ უთამაშია.
კვიპროსის ჩემპიონატის XXI ტურში ქართველის “ეთნიკოსი” შინ დამარცხდა ლიდერ “აპოელთან” – 2:3. არადა, მასპინძლები ერთი ხანობა იგებდნენ კიდეც. “ეთნიკოსის” რიგებში მხოლოდ გიორგი ილურიძე იყო ძირითადში და მე-60 წუთზე შეცვალეს. გუნდის საუკეთესო ბომბარდირი ნიკა კაჭარავა კი, მოულოდნელად 90 წუთი სათადარიგო სკამზე დარჩა. “ეთნიკოსი” 27 ქულით მეშვიდე ადგილს იკავებს.