შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა მძიმე ბრძოლაში კარიერის ყველაზე უხერხული მეტოქე, ესპანელი რაფაელ ნადალი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში 6:4, 3:6, 6:1, 3:6, 6:3 დაამარცხა და მე-18 დიდი სლემის გამარჯვებული გახდა. დიდ ტურნირებზე კი შვეიცარიელმა მაესტრომ საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა.
შეხვედრა 3 საათსა და 40 წუთს გაგრძელდა და გადამწყვეტი მეხუთე სეტის მეექვსე გეიმი იყო, როდესაც ფედერერმა მეტოქის მოწოდებაზე მოიგო, ანგარიში 3:3 გახადა და ფსიქოლოგიური უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია.
ფედერერი და ნადალი აღნიშნულ ტურნირზე ერთმანეთს 2009 წელსაც ფინალში შეხვდნენ და მაშინ ესპანელმა 3:2 მოიგო. ტავის მხრივ რაფა შეეძლო მე-15 სლემის მოგებით პიტ სამპრასის რეკორდი გაეუმჯობესებინა.