ფეხბურთი

16:00 | 29.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბოიან კრკიჩი ბუნდესლიგაში ითამაშებს

ინგლისური “სტოკ სიტის” თავდამსხმელი ბოიან კრკიჩი კარიერას “მაინცში” გააგრძელებს. გერმანული გუნდის ვებგვერდის ინფორმაციით, 26 წლის შემტევი გერმანიაში მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშებს. კრკიჩმა “მაინცში” 10 ნომრიანი მაისური მოირგო.

ბოიანს აქამდე ესპანეთის ლა ლიგაში, იტალიის სერია ა-სა და ინგლისის პრემიერლიგაშიც უთამაშია, ახლა კი, ბუნდესლიგაშიც მოსინჯავს ძალებს.

მიმდინარე სეზონში კრკიჩმა “სტოკის რიგებში მხოლოდ 9 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი გატანა შეძლო.

0.110324