ჭადრაკი

21:45 | 28.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფანცულაიამ მჭედლიშვილს ლიდერობის დაბრუნებაში ხელი შეუშალა

საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა 76-ე ეროვნულ ჩემპიონატზე მეშვიდე ტურის პარტიები გათამაშდა. ამ ტურში ასპარეზობის ერთპიროვნული ლიდერი ლუკა პაიჭაძე, რომელიც მეორეადგილზე მყოფ ყოფილ ლიდერს მიხეილ მჭედლიშვილს 0,5 ქულით უსწრებდა, დღეს ისვენებდა.

მჭედლიშვილი ერთ-ერთ აუტსაიდერს ლევან ფანცულაიას თეთრებით ეთამაშებოდა და ჰქონდა შანსი ერთპიროვნული ლიდერი გამხდარიყო, მაგრამ მოგებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, იგი დამარცხდა და ისევ მდევრის როლში დარჩა.

ამ ტურში ყველაზე ხანგრძლივი ირაკლი ბერაძისა და დავით არუთინიანის შეხვედრა გამოდგა . გამოცდილმა არუთინიანმა მიმდინარე ჩემპიონატში პირველი გამარჯვება მოიპოვა და აუტსაიდერობას თავი დააღწია.

ბოლოსწინა, მერვე ტურში დიდ ინტერესს იწვევს პაიჭაძე - ბერაძის შეხვედრა. გამორიცხული არაა , რომ ამ შეხვედრამ საქართველოს ახალი ჩემპიონი ვადაზე ადრე გამოავლინოს.

მეშვიდე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები:

გაგუნაშვილი- სანიკიძე 0,5:0,5

მჭედლიშვილი-ფანცულაია 0:1

ბერაძე-არუთინიანი 0:1

ყუფარაძე -ჯოჯუა 0,5:0,5

სატურნირო მდგომარეობა 7 ტურის შემდეგ:

1.პაიჭაძე 4 ქულა

2-4.მჭედლიშვილი, სანიკიძე, ჯოჯუა 3,5-3,5

5-6.არუთინიანი, ფანცულაია 3,0-3,0

7-9.ბერაძე, გაგუნაშვილი, ყუფარაძე 2,5-2,5

7-7 შეხვედრა მხოლოდ ფანცულაიასა და გაგუნაშვილს აქვთ ჩატარებული.

მერვე ტურის შეხვედრათა განრიგი:

სანიკიძე-ჯოჯუა

არუთინიანი-ყუფარაძე

პაიჭაძე-ბერაძე

გაგუნაშვილი-მჭედლიშვილი

ამ ტურში ფანცულაია ისვენებს.

0.120871