ვეტერანი კალათბურთელი ლაშა კეშელავა სუპერლიგის მონაწილე ,,ბათუმის“ პრეზიდენტად დაინიშნა, რომელმაც ამ პოსტზე კახა დევაძე შეცვალა.
ამის შესახებ worldsport.ge-ს ,,ბათუმის“ მთავარი მწვრთნელის დავით უსტიაშვილის თანაშემწემ ლაშა ოჩხიკიძემ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ კეშელავა საკალათბურთო კლუბ ,,ბათუმის“ აღზრდილია, რომელსაც ამ გუნდის გარდა სუპერლიგის სხვა გუნდებშიც აქვს ნათამაშები.