კალათბურთი

23:04 | 28.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ცეკვავა ნიღბით ვარჯიშობს

კალათბურთში საქართველოს მოქმედი ჩემპიონის ,,ქუთაისის“ უკანახაზელი ლევან ცეკვავა (13.03.1987, 187 სმ) დამცავი ნიღბით ვარჯიშობს. ამის შესახებ worldsport.ge-ს ,,ქუთაისის“ მთავარმა მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა განუცხადა.

,,ცეკვავა ნიღაბს მაშინ მოიხსნის, როცა ამის ნებას ექიმები დართავენ,“ - გვითხრა ტუღუშმა.

შეგახსენებთ, რომ ცეკვავამ ცხვირი ზურაბ საკანდელიძე-მიხეილ ქორქიას მემორიალის ერთ-ერთი მატჩში მონაწილეობისას გაიტეხა.

0.118732