თბილისის "შევარდენი-1906" მომდევნო სეზონისთვის მზადებას აგრძელებს. გუნდი "ბენდელას" სტადიონზე ვარჯიშობს და იქვე ჩაატარებს საშინაო მატჩებს. როგორც იცით, "შევარდენმა" შარშან მეორე ლიგაში თავისი ზონაში პირველი ადგილი დაიკავა და მარტიდან ეროვნულ ლიგა1-ში ითამაშებს.
ადრე უკვე ვწერდით, რომ გუნდის მთავარ მწვრთნელად გიორგი ჭელიძე დაინიშნა. რაც შეეხება შემადგენლობაში ცვლილებებს, "შევარდენი-1906"-ში მოვიდნენ მეკარეები: ბექა შეყრილაძე (ბოლოს "ბორჯომში" იყო), გიორგი ჩოჩიშვილი ("საბურთალოდან"). ასევე, ლუკა ფოჩხუა (თბილისის "დინამოდან"), ნიკა მაგრაქველიძე ("გაგრდან"), ომარ პატარკაციშვილი ("ლოკომოტივიდან"), გიორგი ბიბილეიშვილი ("საპოვნელადან") და კიდევ, უბერებელი ალექსანდრე გოგობერიშვილი ("თელავიდან"). გოგობერიშვილი ერთ თვეში 40 წლისა გახდება.
ჩოჩიშვილი, ფოჩხუა და მაგრაქველიძე იჯარის წესით არიან "შევარდენი-1906"-ში. კიდევ, რამდენიმე ფეხბურთელი გასინჯვაზეა და დარჩებიან თუ არა გუნდში, ეს ჯერ უცნობია.
გუნდიდან რამდენიმე ფეხბურთელი წავიდა, მათ შორის, საბა თავაძე გადავიდა თბილისის "დინამოში".
"შევარდენი-1906"-ის თამაშები ერთ-ერთ ტელეარხზე პირდაპირ ეთერში გადაიცემა. საუბარია შილკნეტ-ის არხზე: მომავალი თV. სილქისა და მაგთისატის ბადეშია, ამასთან ინტერნეტ-ტელევიზიის ლიცენზიას იღებს და სტრიმები ინტერნეტშიც იქნება. ეს ინფორმაციები წორლდსპორტ.გე-მ "შევარდენი-1906"-ის პრეზიდენტისგან, გეგა კიკაბიძისგან შეიტყო.