ნამეტნავად კარგი გემოვნება ჰქონია საფრანგეთში ფეხბურთის სათამაშოდ გადაბარგებული გერმანელი ფეხბურთელის, იულიან დრაქსლერის გულისსწორს. იულიანის შეყვარებული ლენა შტიფელი ამბობს, რომ სამუდამოდ პარიზში დარჩება საცხოვრებლად და ამ ქალაქიდან 9 უღელი ხარ-კამეჩიც კი ვეღარ წაიყვანს.
ალბათ, წარმოდგენილ ფოტოებზეც კარგად ჩანს, რომ ლენა შტიფელი ჭეშმარიტად კოხტა ასულია და ბევრს შეიძლება ეგონოს, რომ ამ ქალის ხელობა მოდელობა ან მსახიობობაა, მაგრამ ლენა ერთი ჩვეულებროვი გერმანელი ასულია, რომელმაც ძალიან მარტივად მოხიბლა ოყლაყი დრაქსლერი და აგერ პარიზშიც კი წაჰყვა.
სანამ იულიანი ლენა შტიფელს პარიზში წააცუნცულებდა, ბუნდესქვეყნის ბულვარული მედია იძახდა, დრაქსლერს ახალ გარემოსთან ადაპტაცია მოუწევს და ლენას ნერვი და გულის ადგილი არ ექნებაო. მაგრამ ნურას უკაცრავად! შენ პარიზში მიდიოდე და ასეთ ქალს გერმანიაში ტოვებდე – სად გაგონილა?!..