ჭადრაკი

14:59 | 27.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქართველების წარმატებული დღე

გიბრალტარში მიმდინარე დიდ საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირზე მე-3 ტურის პარტიები გათამაშდა. ასპარეზობის ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს ნაკრების წევრი ნინო ბაციაშვილი (2492) მასზე ბევრად მაღალი რეიტინგის მქონე ვარუჟან აკობიანს (2633, აშშ) შეხვდა. პარტია ყაიმით დასრულდა.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების კიდევ ორ წევრს, ლელა ჯავახიშვილს (2455) და ბელა ხოტენაშვილს (2430), რომლებიც მათზე დაბალი რეიტინგის მქონე მოჭადრაკეებს ხვდებოდნენ, მათ მოგების შანსი ხელიდან არ გაუშვეს და თითო ქულა მოიპოვეს.

ჯავახიშვილმა უდი ვაისბუხი (2240, ისრაელი) დაამარცხა, ხოლო ხოტენაშვილმა - დავიდ გლუკმანი (2215, სამხრეთ აფრიკა).

სამი ტურის შემდეგ ბაციაშვილს 2,5 აქვს, ხოლო ჯავახიშვილსა და ხოტენაშვილს - 2,0-2,0 ქულა.

0.115859