ფეხბურთი

12:50 | 27.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩავიმ ახალი კონტრაქტი გააფორმა

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და “ბარსელონას” ყოფილმა ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა ყატარულ “ალ სადთან” ხელშეკრულება გაახანგრძლივა. 37 წლის ფეხბურთელი, ახალი შეთანხმების მიხედვით, აზიურ კლუბში 2018 წლის ზაფხულამდე ითამაშებს.

ჩავი “ბარსელონაში” 17-წლიანი შთამბეჭდავი კარიერის შემდეგ “ალ სადში” 2015 წელს გადავიდა და კლუბთან კონტრაქტი ამ ზაფხულამდე აკავშირებდა. ლეგენდარულმა მოთამაშემ მიმდინარე სეზონში ყატარის ჩემპიონატში ჩატარებულ 17 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.112178