ფეხბურთი

4:09 | 27.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

კოპა დელ რეი: “ბარსელონა” 1/2 ფინალშია

ესპანეთის თასის 1/4 ფინალური ეტაპის ბოლო განმეორებით მატჩში “ბარსელონამ” სან-სებასტიანის ”რეალ სოსიედადს” უმასპინძლა, მეორე რაუნდშიც დაამარცხა და 1/2 ფინალის საგზური მოიპოვა.

შეხვედრა მხიარული და კარგი სანახავი გამოდგა. ორივე გუნდი გახსნილ თამაშს აჩვენებდა და მომენტებსაც ბლომად ქმნიდა. ასევე, აღსანიშნავია, რომ ბურთის ფლობის მხრივ უპირატესობა სტუმრებს ჰქონდათ, რაც “ნოუ კამპზე” ძალიან უჩვეულო სანახავია.

მასპინძლებმა ტაიმი დენის სუარესის გოლით მოიგეს, რომელმაც ანგარიში მე-17 წუთზე გახსნა. სათქმელია, რომ ბასკები ამ ეპიზოდში ჯარიმის დაფიქსირებას მოითხოვდნენ, რადგან სამუელ უმტიტიმ ხაბი პრიეტო წააქცია და მსაჯს წესების დარღვევის დაფიქსირება ნამდვილად შეეძლო.

ორ რაუნდიანი დუელის გადამწყვეტი მომენტი 53-ე წუთზე მოხდა: ვილიან ჟოზემ 100%-იანი საგოლე მომენტი ჰქონდა, მაგრამ დაახლოებით 4-5 მეტრიდან სილესენს ვერ აჯობა, რასაც კატალონიელთა სწრაფი კონტშეტევა მოჰყვა, რომელიც იმით დასრულდა, რომ ინიგო მარტინესმა საკუთარ საჯარიმოში ნეიმარი წააქცია და პენალტი აიკიდა, რომელიც მესიმ აქცია გოლად. ბასკებმა გაიბრძოლეს და 62-ე წუთზე ხუანმიმ ეფექტური გოლით სხვაობა შეამცირა, თუმცა ერთ წუთში ლუის სუარესმა მეტოქეს მესამე გაუტანა და ყველანაირი ინტრიგა საბოლოოდ მოკლა.

73-ე წუთზე ვილიან ჟოზემ თავური დარტყმით კვლავ შეამცირა სხვაობა, მაგრამ დარჩენილ დროში არდა თურანმა და დენის სუარესმა ორჯერ აიღეს ხერონიმო რულის კარი და “ბარსელონამ” დიდი ანგარიში იმარჯვა – 5:2.

ბარსელონა – სოსიედადი 6:2 (1:0) პირველი მატჩი 1:0

გოლები: 1:0, 6:2 დ.სუარესი (17;82), 2:0 მესი (55 პენ.), 2:1 ხუანმი (62), 3:1 ლ.სუარესი (63), 3:2 ვილიან ჟოზე (73), 4:2 თურანი (80)

0.176972