კალათბურთი

20:43 | 26.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლევან ელიაძემ ,,ბათუმი’’ დატოვა

სუპერლიგის მონაწილე ,,ბათუმში’’ ცვლილებაა. გუნდი 24 წლის ფორვარდმა ლევან ელიაძემ (13. 12. 92, 197 სმ) დატოვა. ამის შესახებ worldsport.ge-ს ,,ბათუმის’’ მთავარი მწვრთნელის დავით უსტიაშვილის თანაშემწემ ლაშა ოჩხიკიძემ განუცხადა.

,,ელიაძეს სათამაშო დრო არ აკმაყოფილებდა და ამიტომ დაგვტოვა’’, გვითხრა ოჩხიკიძემ.

შეგახსენებთ, რომ ელიაძეს ,,ბათუმის’’ გარდა სუპერლიგის სხვა გუნდებშიც აქვს ნათამაშები.

0.114938