მადრიდის “რეალი” მზადაა ალვარო მორატა სასურველი შეთავაზების შემთხვევაში გაასხვისოს. ამის შესახებ “სამეფო გუნდის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა თავად განაცხადა.
“თუ 60 მილიონს გადაგვიხდიან, ალვარო მორატას შეუძლია ხვალვე წავიდეს”, - უთხრა პერესმა Diario Gol-ს.
ალვარო მორატა “რეალმა” გასულ ზაფხულს დაიბრუნა “იუვენტუსიდან”, მაგრამ სათამაშო პრაქტიკა ხშირად არ აქვს. მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირის ჩათვლით 24 მატჩში 9 გოლი გაიტანა.
როგორც ირკვევა, ამჟამად მორატას მიმართ ინტერესს “არსენალი”, “ჩელსი” და “ნაპოლი” იჩენენ.